აშშ-ს მთავრობამ ფიფას ჩინოვნიკების ამერიკაში ექსტრადირება მოითხოვა

აშშ-ს მთავრობამ ფიფას ჩინოვნიკების ამერიკაში ექსტრადირება მოითხოვა

აშშ-ს მთავრობამ ფიფას ჩინოვნიკების ამერიკაში ექსტრადირება მოითხოვააშშ-ს მთავრობამ შვეიცარიის სამართალდამცველებს ფიფას ჩინოვნიკების ექსტრადაციის შესახებ მოთხოვნა გაუგზავნა. შვეიცარიის იუსტიციის და პოლიციის სამინისტროების მონაცემებით მოთხოვნა მათ უკვე მიიღეს. თუმცა, აშშ-დან მიღებული მასალები ჯერ არ განხილულა.
საქმე ფიფას 7 მაღალჩინოსანს ეხება, რომლებიც ციურიხში ქრთამის სიტემატური აღების ფაქტზე არიან დაკავებულები. ოპერაცია შვეიცარიის პოლიციამ იმ მასალების საფუძველზე ჩაატარა, რომელიც აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროდან ქონდათ მიღებული.
ფიფას ირგვლივ კორუფციული სკანდალი მაისის თვეში დაიწყო. ფედერალური ბიუროს გამოძიების მონაცემებით, ბრალი 14 ჩინოვნიკს წაეყენა, 9 მათგანი ფიფას მოქმედი ან ყოფილი თანამშრომლები არიან.
სკანდალის ფონზე ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატელმა პოსტი დატოვა და განაცხადა, რომ ფიფას მომდევნო თავმჯდომარე ორგანიზაციის კონგრესმა უნდა შეარჩიოს, რომელიც დეკემბერში ჩატარდება. დეკემბრამდე ფიფას ისევ ბლატელი უხელმძღვანელებს.

banner
წინა სტატიაშიგურბანგული ბერდიმუჰამედოვმა გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთში მიიწვია
შემდეგი სტატიაპატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და ძალადობაში ეჭვმიტანილები დააკავეს