აშშ-ს კონგრესმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ რეზოლუცია მიიღო

აშშ-ს კონგრესმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ რეზოლუცია მიიღო

აშშ-ს კონგრესმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ რეზოლუცია მიიღოაშშ-ს წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ბარაკ ობამას მოუწოდებს უკრაინას იარაღი მიაწოდოს.
დოკუმენტს 348 პარლამენტარმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ ხმა მისცა 48 დეპუტატმა. ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა მიიღეს როგორც რესპუბლიკელებმა, ასევე დემოკრატებმა.
„წარმომადგენლობითი პალატა მხარდაჭერას უცხადებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ქვეყანაში სამხედრო კრიზისის დასაძლევად… წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის აგრესია უპასუხოდ დარჩება“ – თქვა პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა ჯონ ბაიდენმა.
მოსკოვი დღემდე უარს აცხადებს აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში უშუალო მონაწილეობაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ-ს გეგმები , უკრაინა იარაღით მოამარაგოს, მიმართულია იქითკენ, რომ სამშვიდობო შეთანხმება ჩაიშალოს.
ვაშინგტონში ადრე გაკეთებული განცხადებით, აშშ მზად იყო უკრაინისთვის იარაღი მიეწოდებინა, მაგრამ ისინი მინსკის სამშვიდობო მოლაპარაკების შედეგებს ადევნებდნენ თვალყურს.
ამერიკელემბა უკრაინელები უკვე მოამარაგეს სამხედრო ჟილეტებით, საკომუნიკაციო მოწყობილობებით, მშრალი სამხედრო კვებით და სამედიცინო ნივთებით, თუმცა, უკრაინის ხელისუფლებას ამერიკული ლეტალური იარაღის იმედი ქონდა.
როგორც ამერიკული პრესა ამტკიცებს, ამერიკის პრეზიდენტის ირგვლის ყოველდღე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც უკრაინისთვის იარაღის გაგზავნას მოითხოვენ, ამავე დროს ისინი ამისგან ჯერჯერობით თავისი შეკავებისკენ მოუწოდებენ პრეზიდენტს.
მიმდინარე წლის თებერვალში გამოქვეყნდა დამოუკიდებელი მოხსენება, რომელიც აშშ-ს ყოფილმა 8 მაღალჩინოსანმა დაწერა. ისინი ობამას ურჩევენ 3 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის გაგზავნას უკრაინაში, მათ შორის, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების, სადაზვერვო უპილოტოების, ბრონირებული ჯიპების „ჰამბი“ და რადარების, რომლებიც მოწინააღმდეგის არტილერიის პოზიციებს აფიქსირებს.
მოხსენების ავტორთა შორის არიან პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსანი მიშელ ფლორნი, რომელიც New York Times-ის ცნობით, თავდაცვის მინიტრად მოიაზრება, თუკი საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონი გაიმარჯვებს, ასევე ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი – ნატოს ძალების ყოფილი სარდალი და ივო დაალერი, რომელიც აშშ-ს ელჩი იყო ნატოში ობამას პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს.
მოხსენების თანახმად, უკრაინაში არსებული შეიარაღება დაახლოებით 20 წლის არის და ბევრი მათგანი მწყობრიდან გამოსულია.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

banner
წინა სტატიაშისაქართველოში აზერბაიჯანის მოქალაქე მოკლეს
შემდეგი სტატია“მიზანმიმართული ნაბიჯები შეინიშნება პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებასთან დაკავშირებით“- კოტე ჩოკორაია