აშშ-ს ექვს შტატში დიდთოვლობის გამო საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს

აშშ-ს ექვს შტატში დიდთოვლობის გამო საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს. “ნიუ იორკ თაიმსის” ინფორმაციით, ნიუ იორკსა და აშშ-ის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მდებარე რამდენიმე ქალაქს ქარბუქი, სახელად “ჯუნო” ემუქრება.
ქარბუქის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ნიუ იორკის, ნიუ ჯერსის, კონეკტიკუტის, როდ აილენდის, მასაჩუსეტისა და ნიუ-ჰემპშირის შტატებში.
მეტეოროლოგების პროგნოზით, თოვლის საფარი 90 სმ-ს მიაღწევს. ნიუ იორკის ხელისუფლებამ ნებისმიერი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალა, გარდა ავარიულ-სამაშველო ტრანსპორტისა, მუშაობა შეაჩერა მეტრომაც. დაკეტილია სკოლები და მაღაზიები, ქარბუქის საშიშროების გამო გაუქმდა 6 ათასზე მეტი ავიარეისი.

banner
წინა სტატიაშივიქტორ დოლიძე: როდესაც პარლამენტი სთხოვს საგამოძიებო ორგანოებს მობრძანებას, პროკურატურა ვალდებულია მოვიდეს
შემდეგი სტატია“თუ შედეგი არ დაიდება, რა თქმა უნდა, პროკურატურამ გარკვეული პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს”