აშშ–ს ელჩი პრეზიდენტის და სპიკერის განცხადებას ,,კარგ განცხადებებს” უწოდებს

აშშ-ს ელჩი

საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები შეიცავდა მოწოდებას სიმშვიდისკენ, დიალოგისკენ, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა.
მისი განმარტებით, იგი არ არის ქართველი ხალხის არჩეული და მისი მხრიდან არ იქნებოდა სწორი კომენტარის გაკეთება. თუმცა ელჩმა აღნიშნა, რომ დღეს ჰქონდა საშუალება გაცნობოდა რამდენიმე “კარგ განცხადებას”, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის სპიკერის განცხადებებს, რომელიც სიმშვიდისა და დიალოგისკენ მოწოდებებს მოიცავდა.
“მქონდა შესაძლებლობა გავცნობოდი რამდენიმე განცხადებას და მათ შესახებ ანგარიშს. არ გახლავართ საქართველოს მთავრობის წევრი, არ ვარ ქართველების მიერ არჩეული და ამდენად ჩემი მხრიდან არ იქნებოდა სწორი კომენტარის გაკეთება, თუმცა აღვნიშნავ, რომ რამდენიმე ნამდვილად კარგი განცხადება ვიხილე დღეს. ეს განცხადებები შეიცავდა მოწოდებას სიმშვიდისკენ, დიალოგისკენ, ასეთი იყო პრეზიდენტ მარგველაშვილის და საქართველოს სხვა ოფიციალური პირების, მათ შორის პარლამენტის სპიკერის განცხადება, რომელშიც კარგი მოწოდება იყო დიალოგისკენ. ვთვლით, რომ ზუსტად ეს არის, რაც ჩვენს ქართველ მეგობრებს საქართველოში სჭირდებათ – დიალოგი”, – აღნიშნა იან კელიმ.
აღნიშნული განცხადება ამერიკის ელჩმა ბათუმში, ამერიკის სამხედრო საზღვაო ხომალდ “პორტერზე” გამართული მიღების შემდეგ გააკეთა.

banner
წინა სტატიაში,,თქვენ შეურაცხყავით ისტორია, ფენომენი, რომელსაც ჩხოროწყუელობა ჰქვია”
შემდეგი სტატიაიან კელი: არ გვსურს ვიხილოთ მედიასივრცის შეზღუდვა