აშშ: სტუდენტებმა ლესბოსური კომიქსების კითხვაზე უარი თქვეს

აშშ: სტუდენტებმა ლესბოსური კომიქსების კითხვაზე უარი თქვეს

აშშ: სტუდენტებმა ლესბოსური კომიქსების კითხვაზე უარი თქვესჩრდილოეთ კაროლინაში დიუკის უნივერსიტეტში სტუდენტებმა კომიქსის “მხიარული სახლი” კითხვაზე, რომელიც პროგრამაში შედის, უარი თქვეს – ამის შესახებ BBC News წერს. მათ განაცხადეს, რომ გრაფიკული ნოველა, რომელიც ლესბოსელების ცხოვრებას ეხება, მათ რელიგიურ რწმენას ეწინააღმდეგება.

მათ თქვეს, რომ კომიქსში ნაჩვენებია შიშველი სხეულები, რომლებიც გმირების სექსუალურ ცხოვრებას აჩვენებს. “ვგრძნობდი, რომ “მხიარული სახლის ” წასაკითხად რაღაც კომპრომისზე უნდა წავსულიყავი, ეს ისტორია ცხოვრებაზე ჩემს ქრისტიანულ მოსაზრებებს სრულიად ანგრევს” – განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტტმა ბრაინ გრასსომ. მისმა რამდენიმე თანაკურსელმა კომიქსს პორნოგრაფია უწოდა.

საზოგადოებასთან ურთიერთობის რექტორის მოადგილემ მაიკლ შონფილდმა განაცხადა, რომ წიგნი სავალდებულო სასწავლო პროგრამაშია შესული სტუდენტების და მასწავლებლების გადაწყვეტილებით. “საბოლოო ვარიანტში “მხიარული სახლი” იმიტომ აირჩიეს, რომ ეს უნიკალური და სენტიმენტალური ისტორიაა, რომელიც ჟანრის ჩარჩოებს მიღმაა და იკვლევს საკითხებს, რომელიც ყველას აღელვებს” – განაცხადა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეუძლებელია ისეთი წიგნის პოვნა, რომელიც ყველა სტუდენტისთვის მისაღები იქნებოდა.

banner
წინა სტატიაშიჯასტინ ბიბერის ორეული მკვდარი იპოვეს
შემდეგი სტატიააზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაუმტკიცა