აშშ-სა და ისრაელს შორის ახალი სკანდალი

ამერიკული გაზეთების ცნობით, აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს, ირანის მიერ ატომური ენერგიის განვითარებასთან დაკავშირებით, ისრაელის სპეცსამსახური ,,მოსადი,, ფარულად უსმენდა.

მოლაპარაკებების მსვლელობის დროს ისრაელის დაზვერვის მიერ მოპოვებულ საიდუმლო ინფორმაციებს, ისრაელის უმაღლესი რამგის პირები და მათ შორის პრემიერი ნეთანიაჰუ, ამერიკულ კონგრესში საკუთარი ინტერესების ლობირებისთვის იყენებდნენ, აცხადებს ამერიკული მედია.

ისრაელის მიერ ჩატარებული ჯაშუშური ოპერაციების შესახებ ინფორმაციები, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ, რომელიც ისრაელის ლობის მიერ კონგრესიდან დიდ ზეწოლას განიცდიდა, ახლახან გაიგო და ეს ინფორმაციები აუცილებლად ისევ გაამწვავებენ აშშ-სა და ისრაელს შორის ბოლო დროს ისედაც პრობლემურ ურთიერთობებს… ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში კრიზისი დაიწყოს, აცხადებენ ამერიკული მედიასაშუალებები.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: პოლიტიკოსები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ დაგვჭირდეს ჩვენი ჯარისკაცების მამაცობის ბრძოლაში ნახვა
შემდეგი სტატიაუკრაინის არმია 250 ათას ჯარისკაცამდე გაიზრდება