“აშშ-სა და ბრიტანეთის სპეცსამსახურები ტერაქტების ახალ სერიას ელოდებიან”

ევროპაში ახალი ტერორისტული აქტებია მოსალოდნელი. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild-ი აშშ-ისა და ბრიტანეთის სპეცსამსახურებში სანდო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემა ამტკიცებს, რომ ამერიკულმა სპეცსამსახურებმა შეძლეს მოესმინათ დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წარმომადგენელთა სატელეფონო საუბრისთვის, რომლის დროსაც ექსტრემისტები იმაზე საუბრობდნენ, რომ საფრანგეთში რაც ამ დღეებში მოხდა, ევროპაში ტერორის ტალღის დასაწყისია.
გამოცემის ინფორმაციით, დაჯგუფების წევრების საუბრიდან ასევე გაირკვა, რომ ტერორისტები ევროპაში დევნილის სტატუსით მოხვდებიან. ბრიტანულმა დაზვერვამ კი, თავის მხრივ, ევროპელი პარტნიორები საჰაერო ტრანსპორტში მოსალოდნელ ტერაქტებთან დაკავშირებით გააფრთხილა.

banner
წინა სტატიაშივიდეორგოლი საკმაოდ პოპულარული გახდა და მას ათასობით ნახვა აქვს
შემდეგი სტატიასაქართველოს უმეტეს რეგიონებში გზებზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა