აშშ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ნატო-სთან თანამშრომლობას მხარს დაუჭერს

ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა

აშშ მხარს დაუჭერს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ნატო-სთან თანამშრომლობას, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის 2015 წლის დოკუმენტშია აღნიშნული, რომელსაც თეთრი სახლი აქვეყნებს.

“ჩვენ მხარს დავუჭერთ პარტნიორებს, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, იმისათვის რომ მათ ითანამშრომლონ აშშ-სთან და ნატო-სთან, რათა შეძლონ თავიანთი უსაფრთხოების უზრუნველყოფა,” – წერია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის რადამ ქვეყნის ბლოკგარეშე სტატუსის გაუქმების გადაწყვეტილება გასული წლის დეკემბერში მიიღო, ვინაიდან უკრაინის მთავრობაში მიიჩნევდნენ, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საჭირო იყო აღნიშნული სტატუსის გაუქმება და ნატო-ში ინტეგრაციისკენ სწრაფვა, თუმცა, “რია ნოვოსტის” ცნობით, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უკრაინა ნატო-ს წევრობაზე განაცხადს მომდევნო 20 წლის განმავლობაში არ გააკეთებს.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი მსოფლიო ლიდერებს გაფრთხილებას აძლევს
შემდეგი სტატიამართმადიდებელი საყარო დღეს დავითობას აღნიშნავს