აშშ: რუსული ბომბები ისლამური სახელმწიფოს გარდა ყველაფერს ხვდება

აშშ: რუსული ბომბები ისლამური სახელმწიფოს გარდა ყველაფერს ხვდება

აშშ: რუსული ბომბები ისლამური სახელმწიფოს გარდა ყველაფერს ხვდებათეთრმა სახლმა რუსეთს მოუწოდა ავიადარტყმები მეტი ყურადღებით შეასრულოს, და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებებში ხაზგასმულად იყო საუბარი ამერიკელი სამხედროების უსაფრთხოებაზე.
გუშინ პენტაგონსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა, განაცხადა ამერიკის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ეშტონ ერნესტმა.

მან შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ შემოსული ინფორმაციით, რუსული არმია ავიადარტყმებს ანხორციელებს იმ წერტილებში, სადაც ისლამური სახელმწიფოს განლაგების შესახებ ცნობა არ არსებობს.

რუსეთის ოფიციალურმა პირებმა უარყვეს, რომ რუსი სამხედროების გამო იხოცებიან მშვიდობანი მოსახლეობა. ისინი ირწმუნებიან, რომ მათი მიზანი მხოლოდდამხოლოდ ისლამური სახელმწიფოა.

“სირიული ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული განურჩეველი სამხედრო მოქმედებები რუსეთისთვის საშიშია” – განაცხადა ერნესტრმა და დაამატა, რომ ამან შსაძლოა სირიის შიგნით კონფლიქტი უფრო მეტად გააღრმავოს ან სულაც დაუსრულებლად გააგრძელოს.

აშშ-ს სამხედრო ძალების გენერალ-მაიორმა რობერტ ოტტომ განაცხადა, რომ მას რუსების მიმართ დაბალი ნდობის ფაქტორი აქვს და თქვა, რომ რუსი სამხედროები “უგუნურ ბომბებს” იყენებენ ამერკული “გონიერი ბომბებისგან” განსხვავებით, რაც კიდევ უფრო გაზრდის დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რიცხვს.
ერაყში ამერიკული სამხედრო ძალების წარმომადგენელმა სტივ უორენმა გუშინ აღნიშნა, რომ 12 მიზნიდან, რომელიც რუსებმა ამოიღებს გუშინ მიზანში, არც ერთს არაფერი ქონდა საერთო ისლამურ სახელმწიფოსთან.
მისი “ასოშეითედ პრესისთვის” მიცემულ ინტერვიუში, ოტტომ თქვა, რომ რუსების მიერ დაბომბილი 12 მიზნის დროის განმავლობაში მოქმედებდნენ ამერიკელი სამხედროებიც, მაგრამ მხოლოდ ერთ მიზანზე.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის შესახებ ინფორმაცია იქამდე გაჩნდა პრესაში, ვიდრე რუსეთი სირიაში სამხედრო ოპეარციას დაიწყებდა, ამიტომ, მისი თქმით, რუსეთის წინააღმდე ინფორმაციული ომი მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში,,საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია”
შემდეგი სტატიამსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალ ანგარიშში საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესდა