აშშ-მ კუბა ტერორიზმის სპონსორების სიიდან ამოშალა

barack_obama_and_raul_castro_promo_624x351_reutersაშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება კუბას ტერორიზმის სპონსორთა სიიდან ამოშლის შესახებ იმ გაუგებრობას აქრობს, რომელიც ორ ქვეყანას შორის 54 წლის წინ დაიწყო.
სურვილის შესახებ, რომ კუბა აღნიშნული სიიდან ამოეშალათ, აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აპრილის თვეში განაცხადა.
გასული წლის დეკემბერში აშშ-მ განაცხადა, რომ კუბასთან სავაჭრო ურთიერთობების მოგვრებას აპირებს. ეს გადაწყვეტილება კუბას უფლებას აძლევს აშშ-ს ტერიტორიაზე საბანკო საქმიანობა აწარმოოს.
თუმცა, სავაჭრო ემბარგო ჯერაც ძალაშია.
“ტერორიზმის სიიდან ქვეყნის ამოშლა მნიშვნელოვანი იყო და ეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს” – საუბარია ვაშინგტონსა და ჰავანაში საელჩოების გახსნაზე.
“აშშ კუბას პოლიტიკას და ბევრ სხვა მოქმედებებს არ ეთანხმება, თუმცა ეს პრობლემები კრიტერიუმებს მიღმაა, რომელიც აუცილებელი იყო ტერორიზმის სპონსორების სიიდან ამოსაღებად” – ნათქვამია აშშ-ს ოფიციალურ განცხადებაში.

ამერიკელ კანონმდებლებს პრეზიდენტის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა 45 დღე 14 აპრილიდან დაეწყოთ. ვადა დღეს ამოიწურა.

კუბას სიაში მოხვედრა მოხდა იმის გამო, რომ აშშ-ს მტკიცებით ისინი ბასკების სეპარატისტულ ორგანიზაციას ასპონსორებდნენ. კუბა აღნიშნულ ბრალდებას უარყოფდა და მას “უმიზეზოს” უწოდებდა.
კუბა სიაში 1982 წლიდან მოხვდა.
სიაში ახლა იმყოფებიან სირია, ირანი და სუდანი.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილს ოდესის გუბერნატორობას სთავაზობენ
შემდეგი სტატია,,აბრეშუმის გზის,, დამაარსებელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს