აშშ-მ ირანს მოუწოდა ჟურნალისტი გაანთავისუფლოს

აშშ-ს მთავრობამ აბსურდული უწოდა თეირანის მიერ ამერიკელი ჟურნალისტის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებას, რომელიც Washington Post-ში მუშაობს.
ჯეისონ რეზაიანი, რომელსაც ამერიკული და ირანული მოქალაქეობა აქვს, თეირანში 9 თვის წინ დააკავეს მეუღლესთან ერთად.
ოფიციალური ბრალდება მას გასული წლის დეკემბერში წარუდგინეს, თუმცა დეტალები მხოლოდ ახლახანს გახდა ცნობილი.
ჯაშუშობის გარდა ირანი ჟურნალისტს „მტრულადგანწყობილ ქვეყანასთან თანამშრომლობაში“ და „ანტი-ირანულ პროპაგანდაში“ ადამაშაულებს.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს თეირანისგან ჟურნალისტის მიერ წაყენებული ბრალი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
უწყებამ ირანის მთავრობას ჟურნალისტის დაუყოვნებლივ განთავისუფლებისკენ მოუწოდა.
ადვოკატის თქმით, ირანის პროკურატურას „არ წარმოუდგენია ბრალის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი.“ მისი თქმით, დაკავება ჯეისენ რეზიანის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. მის საქმეს რევოლუციური სასამართლო განიხილავს, სადაც როგორც წესი ეროვნული უსაფრთხოების საქმეების მოსმენა ხდება.
სასამართლო პროცესის თარიღი ჯერჯერობით გამოცხადებული არ არის.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ნაციონალურმა მოძრაობამ მოახდინა გამგეობის მუშაობის პარალიზება
შემდეგი სტატია“ძალიან გთხოვთ ასე არ ისაუბროთ, რომ თითქოს პრეზიდენტის გადაყვანა იძულებით მოხდება”