აშშ-მ ირანი ბალისტიკური რაკეტის გამო გააკრიტიკა

აშშ-მ ირანი ბალისტიკური რაკეტის გამო გააკრიტიკა

აშშ-მ ირანი ბალისტიკური რაკეტის გამო გააკრიტიკააშშ-მ ირანი ბალისტიკური რაკეტის გამოცდის გამო გააკრიტიკა და მას გაეროს შეთანხმების პირდაპიროი დარღვევა უწოდა.
რამდენიმე დღის წინ ირანის მთევრობამ ბალისტიკური რაკეტის გამოცდას წარმატებული უწოდა, რომლის მანძილი დაახლოებით 1,7კილომეტრია.
აშშ-ს ელჩმა ირანში სამანტა პაუერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა “ღრმად შეწუხებულია” მომხდარის გამო.
ექსპერტების თქმით, მომხდარი ნეგატიურ გავლენას არ მოახდენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე.
მიუხედავად ამისა, ეს ისტორია ცხადი მაგალითია იმისი, რომ ორ ქვეყანას შორის ურთერთობა დღემდე დაძაბულია. ამერიკელების თქმით, ბალისტიკური რაკეტის გამოცდა გაეროს 2010 წლის რეზოლუციის უხეში დარღვევაა, რომელიც ამ კლასის რაკეტების გამოცდას კრძალავს.
“გაეროს უშიშროები საბჭოს დადგენილება, რომელიც ბალისტიკური რაკეტების წარმოებას კრძალავს, არავის გაუუქმებია, ასევე ძალაშია იარაღის ემბარგო. უშიშროების საბჭოსგან შესაბამის რეაქციას დაველოდებით” – განაცხადა პაუერმა.

banner
წინა სტატიაშიბედუკაძე ხიდაშელის ომი სოციალურ ქსელში–პასუხი ბედუკაძეს
შემდეგი სტატიაობამამ და აბუ-დაბის პრინცმა რუსეთს მოუწოდეს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოლოს