აშშ-მ ბალტიისპირეთში ტანკების და 3 ათასი ჯარისკაცის გადაყვანა დაიწყო

აშშ-მ ბალტიისპირეთში ტანკების და 3 ათასი ჯარისკაცის გადაყვანა დაიწყო

აშშ-მ ბალტიისპირეთში ტანკების და 3 ათასი ჯარისკაცის გადაყვანა დაიწყოშეერთებულმა შტატებმა ლატვიაში მსხვილი პარტია იარაღის გადასროლა დაიწყო, მათ შორის ჯავშან-ტრანსპორტიორების  და  ვეტმფრენების – წერს ბიბისი. შეიარაღების და ჯარისკაცების გადაყვანა სასწავლო პროექტის Atlantic Resolve-ის ფარგლებში ხდება – წერს გამოცემა. სამი ათასი ჯარისკაცი მომავალი კვირის დასაწყისში უკვე რეგიონში იქნება. აშშ რუსეთის გამოწვევას პასუხობს ამით და იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ ბალტიის სამივე ქვეყნის უსაფრთხოება ამ ქვეყნების მოკავშირეების პრობლემაა. მისია 90 დღეზეა გათვლილი. აშშ-ს არმიის გენერალ-მაიორი ჯონ რ. ოკონორმა, რომელიც ტანკების გადმოტვირთვას თვალყურს ადევნებდა, ფრანს პრესთან საუბარში განაცხადა, რომ ოპერაციის მიზანია „პუტინს და რუსეთს ვაჩვენოთ ჩვენი კოლექტიური გადაწყვეტილება.“ გენერლის თქმით, ნატოს შეიარაღებული ტექნიკა ბალტიის ქვეყნებში იმდენ ხანს დარჩება, რამდენსაც ამას რუსეთის აგრესიის შეასჩერებლად ვითარება მოითხოვს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაზურაბ აზმაიფარაშვილმა თანამდებობა დატოვა