აშშ-მ აფხაზეთს ვიზებზე შეზღუდვა მოუხსნა

1013541382აშშ-მ შეამსუბუქა სავიზო პოლიტიკი იმ აფხაზების მიმართ, ვინც აშშ-ს ტერიტორიაზე, აფხაზეთში რუსეთის საელჩოს მიერ გაცემული რუსული პასპორტებით შედიოდნენ-განაცხადა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
,,ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ჩვენი მუშაობისა ჟენევის მოლაპარაკებებში, იქნება ევროკავშირის სავიზო პოლიტიკის განხილვა აფხაზეთთან მიმარტებაში. აშშ-მ უკვე მოხსნა ყველა შეზღუდვა აფხაზეთიდან ჩასული რუსულპასრორტიანი მოქალაქეებისთვის, მაგრამ ევროკავშირის ქვეყნებთან: გერმანია, იტალია, ბელგია, საფრანგეთი… გვაქვს ძალიან დიდი პრობლემები. საუბარია აგრეთვე ისეთი დოკუმენტების აღიარებაზე, როგორიცაა განათლების, დაბადების, ქორწინებისა და გარდაცვალების დამამტკიცებელი დოკუმენტები. ამ პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით, ივნისის თვეში, ჟენევაში გაიმართება საინფორმაციო სესია, სადაც ექსპერტები გამოხატავენ თავიანთ აზრს და ამ პრობლემის კვიპროსისა და ტაივანის მოდელების გათვალისწინებით მოგვარებაზე. ჩვენ ვეცდებით დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების უფლებები და წარმატების იმედიც გვაქვს ,, განაცხადა ჩირიკბამ.

banner
წინა სტატიაშიისლამისტები თურქეთში დიპლომატიურ ოფისებზე თავდასხმებს გეგმავენ
შემდეგი სტატიამოსკოვი: ევროპაში დაძაბულ სიტუაციას ნატო ქმნის და არა რუსეთი