აშშ-ის სასამართლომ ჯოხარ ცარნაევს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

აშშ-ის სასამართლომ ბოსტონის მარათონის დროს განხორციელებული ტერაქტის ორგანიზებაში ბრალდებულ ჯოხარ ცარნაევს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მოსამართლის გადაწყვეტილებით ცარნაევს ლეტალური ინექციით დასჯიან. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ცარნაევს ინდიანას შტატში ფედერალურ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ.

2013 წლის აპრილში ბოსტონის მარათონის დროს მომხდარი ტერაქტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 260 დაშავდა. გამოძიების მიხედვით, ტერაქტი ჩეჩენმა ძმებმა ჯოხარ და ტამერლან ცარნაევებმა განახორციელეს. უფროსი ძმა ტამერლანი იმ დღესვე დაიღუპა, ჯოხარი კი გაიქცა, რომელიც მოგვიანებით დააკავეს.

banner
წინა სტატიაშილარი გაუფასურებას განაგრძობს
შემდეგი სტატიალაგოდეხის რაიონში მესამე დღეა სტიქიას ებრძვიან