აშშ ახალ ფრონტს გახსნის სირიაში

აშშ ახალ ფრონტს გახსნის სირიაში

აშშ ახალ ფრონტს გახსნის სირიაშიაშშ და მისი პარტნიორები ახალი და ფართო ფრონტის გახსნას გეგმავენ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, რომ რაკაზე, რომელიც ჯიჰადისტების ფაქტობრივ დედაქალაქად ითვლება, ზეწოლა მოახდინონ. პრეზიდენტმა ობამამ გასულ კვირას ორი გეგმა დაამტკიცა, რომელიც მიმდინარე კვირას ახალი სამხედრო ოპარაციების დაწყების საშუალებას მისცემს სამხედროებს – ამის შესახებ გუშინ The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია თეთრი სახლის პრეს-ცენტრზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემა იტყობინება, ობამამ განკარგულება გასცა სირიელი ამბოხებულები მოამარაგონ იარაღით და სხვადასხვა სახის სამხედრო ტექნიკით.
სულ სამიდან 5 ათასამდე არაბი მეომრის შეიარაღებაა დაგეგმილი, ისინი 20 ათას ქურთს შეუართდებიან, რომლებიც ავიაციის დახმარებით რაკკის რაიონში თავდასხმას განახორციელებენ. აშშ სირიელ ამბოხებულებს ზურგს გაუმაგრებს სირია-თირქეთის 100 კილომეტრიან მონაკვეთზე – ისინი გზას დაიცავენ, საიდანაც ისლამური სახელმწიფოს მეომრები სასიცოცხლო მხარდაჭერას იღებენ.
აშშ-ს მიერ დაგეგმილი სამხედრო ოპერაცია იმ ტერიტორიების მიმდებარედ ხორციელდება, სადაც რუსული ავიაცია მოქმედებს, მაგრამ აშშ აცხადებს, რომ მათი სტრატეგია განსხვავებული იქნება.
გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ ქალაქი რაკა ისლამური სახელმწიფოსგან გაანთავისუფლეს.

banner
წინა სტატიაში“რასსია 24”-ის ამინდის წამყვანმა წარმატებულ დასამობმ ამინდზე ისაუბრა
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” 21:00 საათზე “საბრძოლო გეგმას” გამოაცხადებს