აშშ ახალი ტიპის 20 ატომურ ბომბს გერმანიაში განალაგებს… (VIDEO)

გერმანული ტელეარხ ZDF-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ გერმანიაში ახალი ტიპის 20 ატომური ბომბის განალაგებას აპირებს, რომლის გადატანაც გერმანულ თვითმფრინავებს შეეძლებათ….

გავრცელებული ინფორმაციით, B61-12 ტიპის ატომური ბომბები, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე 80 ხიროსიმას ტოლფასია, გერმანიაში განთავსდება და 2015 წლის ბოლომდე გერმანული სამხედრო ავიაციის სპეციალურ თვითმფინავები ამ ბომბებით აღიჭურვება.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, აშშ-ს მხრიდან ზემოხსენებული ნაბიჯის განხორციელება ატომური იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების დარღვევაა. ამ ნაბიჯს მოწინააღმდეგები ყავს თავად გერმანიის პარლამენტშიც, რომლის წევრთა უმრავლესობა აცხადებს, რომ ამ იარაღის განთავსება გერმანიაში არის შეგნებული პროვოკაცია რუსეთის წინააღმდეგ და მოითხოვენ ატომური იარაღის გერმანიიდან გატანას.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიავღანეთში ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა
შემდეგი სტატიამარინ ლე პენს გაასამართლებენ…