აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება

აღმოსავლეთ უკრაინაში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბოლო სამი დღე-ღამეა, “ბოევიკები” ქალაქ დებალცევოზე იერიშს არ წყვეტენ.
ანტიტერორისტული ოპერაციის პრესოფიცრის, ლეონიდ მატიუხინის განცხადებით, უკრაინის სამთავრობო ძალებმა მაოირსკის რაონთან ახლოს პრორუსი სეპარატისტების შეტევა მოიგერიეს.
მისივე თქმით, დონეცკის ოლქის ქალაქ გორლოვკაში უკრაინელმა სამხედროებმა “ბოევიკების” არტილერია გაანადგურეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ლარის კური სტაბილიზაციისკენ მიდის
შემდეგი სტატიაექსკლუზივი: წალენჯიხაში 45 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა