აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა შეფერხებულია

www.timer. ge ფოტორეპორტაჟი

თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია. შსს-ს ინფორმაციით, მოძრაობის შეფერხება
სარეაბილიტაციო სამუშაობეს უკავშირდება.
მარშალ გელოვანის გამზირზე, კერძოდ მდინარე დიღმულაზე ხიდის დემონტაჟი მიმდინარეობს, რის გამოც ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება ალტერნატიულ მარშრუტებზეა გადართული. კერძოდ – აღმაშენებლის ხეივნიდან დიდუბის მიმართულებით რობაქიძის გამზირის გავლით და აღმაშენებლის ხეივნიდან მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე რობაქიძის გამზირის გავლით.
დედაქალაქის მერიის ცნობით, სამუშაობის გამო 120 დღით დაიკეტა.
როგორც დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, ხიდის ავარიულობიდან გამომდინარე, მოხდება მისი სრული დემონტაჟი და მის ნაცვლად აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი კონსტრუქცია.

banner
წინა სტატიაშისოფელ ხეთაში მატარებელმა 35 წლამდე ასაკის მამაკაცი გაიტანა
შემდეგი სტატიაბაბუშერას სამარხიდან კიდევ 12 ცხედარი გადმოასვენეს