აღმაშენებლის ხეივანზე ფეხით მოსიარულეთა ხიდი ჩაინგრა

თბილისში აღმაშენებლის ხეივანზე ფეხით მოსიარულეთა ხიდი ჩამოინგრა. ინციდენტი რამდენიმე წუთის წინ მოხდა.ჩვენი ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი სატვირთო ავტომობილია, რომელიც ხიდს გამოედო და რკინის კონსტრუქციის დაანგრია.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

პირველადი ინფორმაციით არავინ დაშავებულა. თუმცა შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები იმყოფებიან.

მომხდარის გამო აღმაშენებლის ხეივანზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან აქცია იმართება
შემდეგი სტატიალატვიამ თავის საზღვართან რუსული ხომალდები დააფიქსირა