აღიარეთ, რომ ან ეს ხალხი უდანაშაულო ყოფილა, ან სამართალდამცავი სისტემა საქართველოში მხოლოდ კანონმორჩილ ხალხზე ვრცელდება, ანუ მათზე, ვის დაგოიმებასაც ახერხებთ- კოკა ყანდიაშვილი

5kokaჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან ზურაბ ადეიშვილის ამოღებას ეხმაურება და “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს:

“რა ვერ გავიგე იცი? – ვინ? ვის? ატყუებს. ჯერ იყო და ამან დააქცია ქვეყანა და კეზერამო – აი ძებნაც გამოაცხადესო. მერე იყო და კეზერა საფრანგეთის სასამართლომ გამოუშვა, ადეიშვილი კი. ინტერპოლმა საინტერესო აღარ არისო. აბა ეხლა დაჯექით – აწონ დაწონეთ პასუხები და გარკვევით მოგვიყევით: ვინ ვის ატყებს? პ.ს. თქვენ მართლა გგონიათ, რომ ამას ვინმე ჭამს? ამ უპასუხისმგებლობას და უკანონობას? გაანძრიეთ თავები და იმუშავეთ, იმუშავეთ ისე – როგორც აქამდე არ გიმუშავიათ. მაჩვენეთმ , მე – როგორც ამ ქვეყნის ერთ მოქალაქეს, რომ სამართალდამცავი სისტემა არსებობს – პატრონიანი, გავლენიანი და მდიდარი ადამიანებისთვისაც და არა მხოლოდ უფულო, უპატრონო და ღარიბი ხალხისათვის, რომლებიც ვერც კი მოახერხებენ, ძაანაც რომ მოუნდეთ იმ მაშტაბის დანაშაულის ჩადენას – რასაც ხალხი ადეიშვილისნაირებს ედავება. და თუ ამას ვერ ახერხებთ – მაშინ აღიარეთ, რომ – ან ეს ხალხი უდანაშაულო ყოფილა, ან სამართალდამცავი სისტემა საქართველოში მხოლოდ კანონმორჩილ ხალხზე ვრცელდება, ანუ მათზე, ვის დაგოიმებასაც ახერხებთ.” წერს კოკა ყანდიაშვილი.

banner
წინა სტატიაში“დემოკრატიული მოძრაობა” იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის საერთაშორისო ძებნის შეჩერებასთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან განმარტებებს მოითხოვს
შემდეგი სტატიაერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2435 ლარი გახდა