აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მეტროპოლიტენის მუშობის რეჟიმი იცვლება

metro

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მეტროპოლიტენი კვირას დილის 4 საათამდე იმუშავებს და მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

კვირას და ორშაბათს სასაფლაოებზე მისასვლელად კი, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობას სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტი ასევე უფასოდ მოემსახურება.

მეტრო “დიდუბიდან” ავტობუსები მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის მიმართულებით იმოძრავებს, “სადგურის მოედნიდან” და “მარჯანიშვილიდან” კუკიისა და მახათას მთის, მეტრო “ვარკეთილიდან” ვარკეთილის სასაფლაოს, მეტრო “სარაჯიშვილიდან” კი თბილისის ზღვის მიმართულებით.

banner
წინა სტატიაშიცხინვალის რეჟიმი 11-12 აპრილს საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარს გადაკეტავს
შემდეგი სტატიაჰილარი კლინტონი საპრეზიდენტო კადიდატურის დასაყენებლად ემზადება?