“აქ მოსული მეხანძრეები წყალს ადგილობრივებს თხოვდნენ”

თიანეთის რაიონში ორსულიან ოჯახს სახლი დაეწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, ადგილზე მისულმა სახანძრო ბრიგადამ ცეცხლის ჩაქრობა წყლის უქონლობის გამო ვერ მოახერხა.

“აქ მოსული მეხანძრეები წყალს ისევ დაზარალებულებს სთხოვდნენ”, – ამბობენ ადგილობრივები.

მათი თქმით, ოჯახი ღამეს ცხოველების სადგომში ათევს და ხელისუფლებას დროულ დახმარებას სთხოვს. გამგეობამ ვითარების შესწავლა დღეს დაიწყო.

გამგებლის ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ სახლი დიდია მისი სრული რეაბილიტაცია ვერ მოხერხდება. მისი თქმით, სახლის მხოლოდ ნაწილი შეკეთდება.

banner
წინა სტატიაში“მე და სოსო ორ ფილმში ვთამაშობდით ერთად…მაგარი გადარჩენილი ვარ”
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პატრული დაშავდა