აქციის მონაწილეეები “კოლმეურნეობის მოედნიდან” “თავისუფლების მოედნისკენ” მიემართებიან

“კოლმეურნეობის მოედნიდან” “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების მსვლელობა “თავისუფლების მოედნის” მიმართულებით დაიწყო.
მსვლელობის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით “დავასრულოთ ივანიშვილის მმართველობა”.
მსვლელობას წინ მოუძღვებიან “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები. აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოს, უკრაინის, ევროკავშირისა და ნატოს დროშები. მსვლელობის მონაწილეები “თავისუფლების მოედანზე” შეკრებილ ხალხს შეუერთდებიან. ასევე გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე, “კოლმეურნეობის მოედნიდან” თავისუფლების მოედნის მიმართულებით.
მსვლელობის მონაწილეებს დაკავებული აქვთ მთელი საავტომობილო გზა. მასში მონაწილეობას იღებენ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები, მათ შორის ქვემო ქართლიდან და კახეთიდან.

banner
წინა სტატიაშიდავით დარჩიაშვილი – ჩვენი გეგმა არის საპროტესტო ელექტორატის გაზრდა, თუ საჭიროა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა შენობებში შეჭრას გეგმავს”- სახალხო დარბაზის აქცია სამებასთან