აქცია – “არ გადასცე მიკაილ კადიევი რუსეთს” გაიმართება

“აფხაზთა კრების ორგანიზაციებმა” მიკაილ კადიევის მხარდამჭერი აქცია – “არ გადასცე მიკაილ კადიევი რუსეთს” დაიწყეს.

ხვალ, 14:00 საათზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საორგანიზაციო ჯგუფები ჩაატარებენ საინფორმაციო ღონისძიებას ფლაერების გავრცელებით, ხოლო 20 იანვარს, 14:00 საათზე გაიმართება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია.

17 იანვარს ღონისძიება ჩატარდება მეტროს სადგურებთან: თავისუფლების მოედანი, რუსთაველი, პოლიტექნიკური და დელისი. ასევე აქცია გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1-ელი კორპუსის მიმდებარედ.

banner
წინა სტატიაში“ფეხბურთი ძალიან მძიმე და რთულ მდგომარეობაშია”
შემდეგი სტატიარეჯეფ ტაიპ ერდოღანი “შარლი ჰებდოს” ზიზღისა და რასიზმის გაღვივებაში ადანაშაულებს