აქცენტი არა პიროვნებებზე არამედ სისტემაზე კეთდებოდე-თამარ კორძაია

აქცენტი არა პიროვნებებზე არამედ სისტემაზე კეთდებოდე-თამარ კორძაიადეპუტატ თამარ კორძაიას აზრით, ქართული რეალობის გათვალისწინებით, სჯობს, თუკი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი არ იქნება დასახელებული.
“მსოფლიოში არსებობს პრაქტიკა, როცა პოლიტიკოსები მოსამართლეები ხდებიან. ეს გამოცდილება იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანები ახერხებენ საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებისგან დინსტანცირებას და არიან გავლენებისგან თავისუფალნი. ეს ფაქტი თავისთავად ნორმალურია, როცა მსგავსი კანდიდატების წარდგენა ხდება. ქართული რეალობის გათვალისწინებით, იმისთვის, რომ საზოგადოების მხრიდან სასამართლოს მიმართ მაღალი ნდობა არსებობდეს, უმჯობესია, კანდიდატები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არ იყვნენ”, -აცხადებს კორძაია.
მისივე შეფასებით, ამ მიმართულებით გადამწყვეტია ის, თუ რა ტიპის სისტემურ რეფორმებს შესთავაზებს პარლამენტს და საზოგადოებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატი.
“პრინციპულ საკითხად ვთვლი, რომ აქცენტი არა პიროვნებებზე, არამედ სისტემაზე კეთდებოდეს. სისტემა უნდა იყოს იმდენად კარგი, რომ იმ კვალიფიკაციის ადამიანი, რასაც კანონი ითვალისწინებს, ამ სისტემაში მოქმედებდეს ღიად და გამჭვირვალედ”, – აღნიშნა კორძაიამ.

banner
წინა სტატიაში„მან ფაქტობრივად აღიარა რომ არაჯეროვნად შეასრულა საქმე” – რევაზ ნოდია
შემდეგი სტატიაზუგდიდში ლუკავების ოჯახი გაქურდეს