აქტივისტები პუტინის ბრძანებას აპროტესტებენ

უფლებადამცველების და ჟურნალისტების ჯგუფმა უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრეს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანება «მშვიდობიან დროში სპეცოპერაციებისას დაღუპულთა ოდენობის გასაიდუმლოების შესახებ».
«ჩვენ ვთვლით, რომ პრეზიდენტს არ ქონდა უფლება ამ კატეგორიის ინფორმაცია გაესაიდუმლოებინა. სამე იმაშია, რომ ინფორმაციის გასაიდუმლოება შესაძლებელია ფედერალური კანონით და არა კანონქვემდებარე აქტებით. ბრძანებულება კი კანონსდაქვემდებარებული აქტია» – აცხადებს ფონდის «თავისუფალი ინფორმაციის» ადვოკატი ივან პავლოვი.
პავლოვის გარდა ხელმომწერთა სიაში კიდევ 8 ადამიანია , მათ შორის დეპუტატი ლევ შლოსბერგი, ჟურნალისტი თემურ ოლევსკი და სხვები.
შლოსბერგმა «ვედომოსტთან » ინტერვიუში განაცხადა, რომ ბრძანება უკრაინის მოვლენებს უკავშირდება. «არ შეიძლება არსებობდეს არმიის დანაკარგი მშვიდობიან დროს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რითი იხდის შეიარაღებული ძალების ოპერაციებისას, რადგანაც მათი გადასახადებით ხდება დაფინანსება. გასულ წელს კი ისე მოხდა, რომ რუსების ფულები ხალხის მოკვლისკენ მიემართა» – თქვა შლოსბერგმა.
კანონით, უმაღლესმა სასამართლომ სამდღიან ვადაში უნდა დაარეგიოსტრიროს განცხადება, მომდევნო 5 დღეში კი გადაწყვეტილება მიიღოს სხდომის ჩატარების ან საქმის განხილვის შესახებ.
28 მაისის რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, სახელმწიფო საიდუმლოს რიცხვებს დაემატა მშვიდობიანობის დროს სპეცოპერაციებში დაღუპული სამხედრო მომსახურების რაოდენობა. მანამდე სახელმწიფო საიდუმლოდ ითვლებოდა პირადი შემადგენლობის სამხედრო ოპერაციებში დაღუპულთა ოდენობა.
კრემლში პრეზიდენტის ბრძანებულების და უკრაინის მოვლენების კავშირს უარყოფენ.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ეგვიპტის ექს-პრეზიდენტის სასიკვდილო განაჩენი დაადასტურა
შემდეგი სტატიაპრემიერმა მედიას მოუწოდა, ნუ გამოიყენებენ სიტყვა ევაკუაციას და მსგავს საპანიკო სიტყვებს