აქვს თუ არა უკრაინის პრემიერობის ამბიციები მიხეილ სააკაშვილს?

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას უკრაინის პრემიერობის ამბიციები არ გააჩნია და მომავალში საქართველოში დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ “ლიგა.ნეტი” იტყობინება.
“რა აბსურდია, მე უკრაინაში არანაირი პოლიტიკური ამბიციები არ მაქვს. როდესაც ოდესაში ამ პროექტზე მუშაობას დავასრულებ, სიამოვნებით დავბრუნდები საქართველოში და გავაგრძელებ საქმიანობას იქ”, – აღნიშნა სააკავშილმა, რომელიც გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა ოდესის გუბერნატორად დანიშნა.
მას შემდეგ რაც სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის პოსტი დაიკავა, უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს ექსპრეზიდენტის პოლიტიკური ამბიციების შესახებ. უკრაინულ მედიაში გამოთქმული ერთ-ერთი ვერსიით, სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას შეეცდება.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: ქვეყანას შუღლისა და დაპირისპირების დასრულება სჭირდება
შემდეგი სტატიახულოში დაკარგული ხუთი ინდოელი იპოვეს