აფხაზ მედიკოსებს იორდანიაში სტაჟირებაზე ეპატიჟებიან… (VIDEO)

MAANაფხაზეთში ჩასული იორდანიის (ქალაქ ომანის) სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, აფხაზური წარმოშობის პროფესორი რამი იაჰანი (მაანი) აფხაზ მედიკოსებს იორდანიაში სტაჟირებაზე ეპატიჟება… ამის შესახებ მან 4 სექტემბერს აფხაზეთის დე-ფაქტო ჯანდაცვის მინისტრთან ანძორ გოოვთან საუბრისას განაცხადა.

აფხაზი მაანების ძველი გვარის წარმომადგენელი იორდანელი პროფესორის აზრით, მისი ვიზიტი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურება, ითვალისწინებს აფხაზი მედიკოსების დახმარებას ორ ეტაპად… პირველი: აფხაზი სტუდენტებისა და ექიმების სტაჟირება იორდანიაში, მედიცინის ისეთ მიმართულებაში, რომელიც ენდოსკოპიურ ქირურგიას ეხება… ხოლო მეორე ეტაპი იქნება, სხვადასხვა ქვეყნებიდან აფხაზური წარმომავლობის ექიმების საერთაშორისო კონფერენციების მოწყობა სოხუმში.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიაფხაზებმა გულირიფშში არქიტექტურული ძეგლი დაანგრიეს… (VIDEO)
შემდეგი სტატია“დონეცკში სახელმწიფო გადატრიალება ხდება”-ედუარდ ლიმონოვი