აფხაზეთში ქართველი ბავშვები ქართული ენის გარეშე რჩებიან

ორიოდე დღის წინ ,,თაიმერში,, გასული ინფორმაციის შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს 4 მარტს დილით, საკუთარი სურვილით სკოლის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა, ყოფილი გალის ამჟამად ტკვარჩელის რაიონის სოფელ ოქუმის სკოლის დირექტორმა მადლენა გურგულიამ. მის ამ განცხადებას წინ უძღოდა ტკვარჩელის -დე-ფაქტო განათლების განყოფილების გამგის თინა არშბას სიტყვიერი გაფრთხილება და მისი მეუღლის მალხაზ შამათავას დაკავება ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ბრალდებით.

სინამდვილეში კი, სკოლა და მისი დირექტორი ქართული პროგრამით წარმოებული სწავლების გამო ისჯება.. აფხაზებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ აღნიშნული  სკოლა ქართული პროგრამით აგრძელებდა სწავლას… ორიოოდე დღის წინ, სკოლის შემოწმებისას, აფხაზეთის დე-ფაქტო განათლების განყოფილების წარმომადგენლებმა, სკოლაში ქართული ლიტერატურა და წარწერები აღმოაჩინეს… რაზეც მათი მხრიდან რეაქციამ არ დააყოვნა.

ადგილობრივების მიერ ,,თაიმერისათვის,, მიწოდებული ინფორმაციით, სავარაუდოდ  სკოლის ქართველ დირექტორს ტკვარჩელიდან მოვლენილი აფხაზი ეროვნების თანამშრომლით ჩაანაცვლებენ, რაც ერთმნიშვნელოვნად  ქართული ენის სრულად ამოღებას ნიშნავს სასწავლო პროცესიდან.

timer.ge

banner
წინა სტატიაშიგია თევდორაძე – “ფრეშ ჯორჯიაში” 1700 ადამიანი იყო დასაქმებული, დღეს 35-მდე ადამიანი მუშაობს
შემდეგი სტატიასაყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება