აფხაზეთში ქართველთა სახლების მასიური გაყიდვა დაიწყება

აფხაზეთში ქართველთა სახლების მასიური გაყიდვა დაიწყება

ხაჯინბა ქართველთა ბინებს თავის ხალხს ურიგებსაფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გამოდის ინიციატივით,რომ   უძრავი ქონება უცხოელებს მიჰყიდოს- ამის შესახებ მან დე-ფაქტო მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

“ვიცი, რომ არსებობს გარკვეული ეჭვი. ადამიანები ამ საკითხს ძალიან მძაფრად სვამენ და ამბობენ, რომ ეს არაფრით არ შეიძლება. ომის შემდეგ, მთელი ამ ხნის მანძილზე სახლები და მიწები არ გაყიდულა ჩვენთან? ამაზე გარკვეული ადამიანები არ ითბობენ ხელს? არ ყიდიან და მოგებას არ ნახულობენ? მოდით, სრულყოფილი გავხადოთ ჩვენი კანონი. მოდით, დავაკანონოთ ეს პროცესი, რომ უძრავი ქონება ჩვენ გვქონდეს კონტროლ ქვეშ” – განაცხადა ხაჯიმბამ.
მან უძრავი ქონების გაყიდვის მექანიზმების შემუშავება და მათი ნეგატიური შედეგების გამოთვლა დაავალა სხდომის მონაწილეებს.

banner
წინა სტატიაში500-მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება
შემდეგი სტატიაჯონ კერი საკუთარი ფოსტის გატეხვაში რუსეთს და ჩინეთს ადანაშაულებს