,,აფხაზეთში საქართველო იწვის!,, – თამაზ ხუბუა

აფხაზეთის ლეგიტიმური უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თამაზ ხუბუა, ამერიკული ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებში საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ ტერიტორიული მთლიანობის აქტუალურობის დაქვეითებას სოციალურ ქსელში ეხმიანება…

,,NDI-ს მიერ ბოლოს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებიდან გარკვეული დრო გავიდა. 2008 წლის შემდეგ პირველად ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების სამეულში ვერ მოხვდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა–მან ქართველთა გონებაში ,,საპატიო” მე–4 ადგილი დაიკავა! მე შეგნებულად მყისვე არ გამოვეხმაურე ჩვენთვის, იძულებით გადაადგილებული მოქალაქეებისათვის, ერთობ სამწუხარო და კატეგორიულად მიუღებელი ტენდენციის დამკვიდრების დინამიკას ქართულ სამოქალაქო საზოგადოებაში,რამეთუ მაინტერესებდა პოლიტოლოგების,პოლიტიკოსების, ექსპერტების, ჟურნალისტების,რიგითი მოქალაქეების მოსაზრებები აღნიშნულთან დაკავშირებით. ჩემი დაკვირვებით დრამატული რეალობა გახლავთ ის, რომ ყველა ზემოთ მითითებული სოციუმის წარმომადგენელი, ცალკეული მცირე გამონაკლისის გარდა, ძირითადში ერთსულოვანნი არიან და გაგებით ეკიდებიან გამოკითხულთა დამოკიდებულებას ტერიტორიულ მთლიანობასთან… მშიერ ადამიანს,თურმე,არ უნდა მოვთხოვოთ ქვეყნის მთლიანობასა და სუვერენიტეტზე ფიქრი! არ ვაპირებ ამ კატეგორიის ადამიანებთან შეპასუხებას (რა აზრი აქვს?!), მაგრამ ერთ ჭეშმარიტებას მაინც შევახსენებ მათ: ვინც თავისუფლებასა და პურს შორის პურს ირჩევს, საბოლოოდ არც პურს მიიღებს და არც თავისუფლებას! და კიდევ ერთი–ბატონებო, ოკუპირებულ აფხაზეთში დევნილთა სახლები კი არ იწვის, აფხაზეთში საქართველო იწვის!,, აცხადებს თამაზ ხუბუა.
TIMER-AA

banner
წინა სტატიაშისირია: ჯიჰადისტები პალმირიდან გააძევეს
შემდეგი სტატიასაქართველოს იუსტიციის სამინისტრო კატარის დელეგაციას მასპინძლობს