აფხაზეთში მარტის ბოლოს გადატრიალება და ახალი ხელისუფლების მოსვლა იგეგმება

ასლან ბჟანია

ასლან ბჟანიააფხაზეთში მიმდინარე პროცესები შეიძლება დე- ფაქტო რესპუბლიკაში გადატრიალების მიზეზი და საბაბი გახდეს. გარდა იმისა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაიწყო და მიმდინარეობს ქართველების აღწერა და ამასთან ერთად აფხაზური მწვანე პასპორტების ამოღება. ხაჯიმბას არჩევის შემდეგ სიტუაცია არც ერთ სფეროში არ არის პოზიტიური-განუცხადა “თაიმერს” აფხაზურ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა წყარომ
გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და ეკონომიური მდგომარეობა დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატის ასლან ბჟანიასთვის შესაძლებელია ხელისუფლების ცვლის და მისი მოსვლის სურვილი და შანსიც იყოს. შეგახსენებთ, რომ ასლან ბჟანია 2014 წლის 24 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების 4 კანდიდატიდან ერთ-ერთი იყო . ბჟანია პროფესიით ინჟინერ მშენებელია, ამავე დროს სსრ კავშირის პერიოდში „კაგებეს” უმაღლესი კურსები აქვს გავლილი–ოპერატიული მუშაკის კვალიფიკაციით.1992-93 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურში, 2010 წლიდან კი აფხაზეთის ე. წ. სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს უფროსითანამდებობაზე . გამომდინარე მისი წარსულიდან არავის გაუკვირდება ის ვერსია, რომ დესტაბილიზაციის ავტორი და შემსრულებელი დიდი რუსეთი იყოს, თუმცა როგორც ყოველთვის მათთვის აპრობირებული მეთოდით. მეთოდი და მიზანიც ყველასთვის ცნობილია.აფხაზი ერის გენოციდი აფხაზის ხელით.

banner
წინა სტატიაშიაზიმ სადიკოვი – რეგიონმა რამდენიმე ეკონომიკური შოკი განიცადა და ამით საქართველოც დაზარალდა
შემდეგი სტატიაკირკიტაძეს ორი ტრაქტორის საქმეზე გირაო შეეფარდა