აფხაზეთში კოლხურ ბზას სრული განადგურება ემუქრება

Raupe_des_Buchsbaumzünsler,_Cydalima_perspectalis_24ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთში არსებულ ბზის ხეებს სრული განადგურება ემუქრებათ, თავად აფხაზები ავრცელებენ. აფხაზეთში ბზა, სოჭის რეგიონიდან გადმოსული მწერების საკვები ბაზა გახდა და მათ წინააღმდეგ, რომ აფხაზი ეკოლოგები უძლურნი არიან, ამას თავადაც არ მალავენ. მათ შარშან განგაშის ზარი შემოკრეს ბზის გადასარჩენად, თუმცა როგორც გაირკვა რეალურად ვერც ვერაფერი გააწყვეს ბზას დაპატრონებული მწერების მიმართ.
აფხაზების მთავარი ეკოლოგის საველი ჭითანავას განმარტებით, ბზის ალურა (Cydalima perspectalis რედ.) აფხაზეთში სოჭიდან ფსოუზე გადმოფრინდა… თავად სოჭში კი, ჩინური კომპანიის მიერ იტალიელებისათვის მიყიდულ დეკორაციულ ნარგავებს ჩამოყვა, რომელიც რუსებმა იტალიელებისაგან სოჭის ოლიმპიადის დროს იყიდეს. ჭითანავას განცხადებით, აფხაზებს არ გააჩნიათ ამ პეპელასთან ბრძოლის არანაირი საშუალება და მთლიანად სოჭელების იმედად არიან, რომლებსაც ამ მწერებთან ბრძოლის რაღაც გამოცდილება დაუგროვდათ.
,, კოლხური ბზა, რელიქტური ხეებია, რომელიც დინოზავრის ეპოქისაა… თუმცა სამწუხაროდ მათ ფოთლებს დაუნდობლად ჭამს მუხლუხა მატლები, რომლებიც აზიური პეპლისაგან იჩეკებიან… ტკვარჩელის ჩათვლით ისინი მოდებული არიან მთელს აფხაზეთს და მრავალი სახეობა ბზისა უკვე გაანადგურეს… ჩვენ ვცადეთ ადრე გამოცდილი შხამ-ქიმიკატები ბზის პეპელაზე, თუმცა არაფერმა არ გაჭრა, ჩვენ არ გვაქვს ამ პრობლემის დამოუკიდებლად შესწავლის და გადაწყვეტის არანაირი საშუალება და მთლიანად სოჭელების იმედად ვართ, რომლებმაც პრობლემის გადასაწყვეტად ჩინეთიდან ეულოფიტის ხოჭოს ჩამოყვანა მოიფიქრეს, რომელიც ამ მწერებს ანადგურებს. ჩვენთან ამ მწერებს საკვების ბაზად ბზა ისე აქვთ გადაქცეული, რომ არანაირი ბუნებრივი მტერი არ ყავთ. დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთში ბზის სრული განადგურების საკითხი დგას,, განაცხადა აფხაზების მთავარმა ეკოლოგმა საველი ჭითანავამ მედიასთან საუბრისას.
ჭითანავას განმარტებით, მათ ცივი ზამთრის იმედი ჰქონდათ, რომ თოვლი და ყინვა ბზის ალურას პეპლებს არ მისცემდნენ კვერცხების დადების საშუალებას და მათი პოპულაცია საგრძნობლად შემცირდებოდა, თუმცა გასული ზამთარი შავიზღვისპირეთში თბილი გამოდგა და ამ მწერებმა გამრავლება უფრო მეტი ტემპებით შეძლეს. მან აფხაზეთის ე.წ. მთავრობას უკვე მიმართა და გააგებინა ამ საგანგაშო სიტუაციის შესახებ, თუმცა თავადაც არ იცის რა თხოვოს მთავრობას, რადგან პრობლემის რეალური გადაწყვეტის გზას ვერ ხედავს.
როგორც ცნობილია, ბზის ალურა საქართველოში ენგურს გამოღმა, სამეგროლოსა და გურიის მიდამოებშიც არის დაფიქსირებული და თუ ხელისუფლებამ ამ პრობლემას სათანადოდ არ მიხედა, მომავალში საქართველოს მთელს ტეროტორიაზე უნიკალური კოლხური ბზა შეიძლება გადაშენდეს.

TIMER-AA

banner
წინა სტატიაში“მგონი მთლად ჩვეული Publicity Stunt, ანუ “ფინტი” ჩაატარა ჭორვილელმა კოლექციონერ/ინვესტორმა-ნიკა რურუა
შემდეგი სტატიასოხუმის რკინგზის სადგურზე ახალი რუსული რეისი ჩამოდგა