აფხაზეთში დონეცკელი ბავშვები დაისვენებენ

starobesh6 (1)აფხაზეთში, დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან  9-12 წლის ოცდათხუთმეტამდე ბავშვი  დასასვენებლად ჩამოვა, განაცხადა  აფხაზეთის დეფაქტო საგანგებო საქმეთა მინისტრმა ლევ კვიცინიამ მედიასთან საუბრისას.

,,ჩვენ ყურადრებით ვაკვირდებით სიტუაციას უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით და  იქიდან უახლოეს ხანებში ოცდაათზე მეტი ბავშვს ჩამოვიყვანთ რეაბილიტაციისათვის. ისინი ამას ძალიან საჭიროებენ,, განაცხადა კვიცინიამ.

სამინისტროს  ეს ინიციატივა მოწონებული იქნა მთლიანად მინისტრთა კაბინეტის მიერ, განაცხადა კვიცინიამ.

აღსანიშნავია, რომ უფრო ადრე აფხაზეთის დეფაქტო მთავრობა, დონეცკელ სეპარატისტებს, საახალწლო ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად, დაჭრილი მეომრების სარეაბილიტაციო-სამკურნალო კურსებითაც დაეხმარა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის უშიშროებამ დივერსანტების მომმარაგებლები დააკავა
შემდეგი სტატიაკრემლში პუტინი-მერკელი-ოლანდის სამმხრივი შეხვედრა დაიწყო