უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით, 23 მაისი „აფხაზეთობის“ დღედ დადგინდა.
პატრიარქის მიერ გამოცხადებული ,,აფხაზეთობა,, დღეს ენგურის ხიდთანაც აღნიშნეს… აქცია, რომელშიც როგორც აფხაზეთის ლეგიტიმური ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საზოგადოებისა ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან ერთად იღებენ მონაწილეობას, ენგურის ხიდთან ამ წუთებშიც მიმდინარეობს..
აქცის მონაწილეებმა სიყვარულისა და მშვიდობის სიმბოლოდ, ცაში ფრანები და მტრედები გაუშვეს… მოზარდებმა კი – ცეკვები და სიმღერები შეასრულეს.
აქციის მსვლელობის დროს, აფხაზეთის მხრიდან ხიდზე გადმოსულმა ცოლ-ქმარმა, რომლებიც ზუგდიდისკენ მიემართებოდნენ, აფხაზეთში დაკრეფილი ყვებილები აჩუქა აქციის მონაწილეებს და უსურვა მათ რომ მოკლე ხანებში ერთად დაეკრიფათ ყვავილები აფხაზეთის ტერიტორიაზე.
,,აფხაზეთობისადმი,, მიძღვნილი ღონისძიებები, გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდში მთელი დღის მანძილზე გასტანს.