აფხაზეთის სოფლებში სკოლები დაიხურება

სოხუმის N10 სკოლა - დირექციის გათავისუფლება გადაწყვეტილია

skolaაფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი სკოლების გაერთიანებას რაციონალურად მიიჩნევს იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი უფრო ხარისხიანი გახდეს.

“საუბარია სოფლებში სკოლების დახურვაზე. საუბარია ორი-სამი სკოლის გაერთიანებაზე, მათი ტრანსპორტით უზრუნველყოფასა და შესაბამისი საჭიროებებით უზრუნველყოფაზე იქ, სადაც, ვთქვათ, 10 მოსწავლეა და მასწავლებლები – მათზე მეტი” – განაცხადა ხაჯიმბამ.

როგორც ე.წ. გუდაუთის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რუსლან ლადარაიამ განაცხადა, რაიონის ბიუჯეტის 159 მილიონი რუბლიდან 154 განათლების სფეროს მოხმარდება. “რაიონებში არის სკოლები, სადაც 12-15 მოსწავლეა და ერთი ბავშვის შენახვა 161 ათასი რუბლი ჯდება. არის სკოლები 500-600 ბავშვით. იქ ერთი ბავშვის შენახვა 13 ათასი რუბლი ჯდება და განათლების ხარისხიც ათჯერ უკეთესია, ვიდრე მეორე შემთხვევაში. ეს მნიშვნელოვანი საკითხია და რეფორმები ამ კუთხით უნდა გატარდეს” – განაცხადა ლადარაიამ.

ოჩამჩირის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ხრიპს ჯოპუას აზრით, განათლების სამინიტრომ ცალკეუილი პროგრამები უნდა შეიმუშაოს იმ სკოლებისთვის, სადაც ცოტა მოსწავლე დადის და სადაც რამდენიმე პედაგოგი საკმარისია. “კარგად მომზადებულ პედაგოგებს შეუძლიათ სწორად მიაწოდონ ბავშვს საჭირო ინფორმაცია” – თვლის ჯოპუა.

banner
წინა სტატიაშიAmnesty: პროსტიტუციის ლეგალიზება უნდა მოხდეს
შემდეგი სტატიააფხაზეთი: ბანაკი “გამოხატვის და უსაფრთხოების ანბანი – 2015”