აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემია, ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტი და განათლების სამინისტრო ახალ წიგნზე „აფსუარაზე“ იწყებენ მუშაობას.
საგანს სკოლებში მალე შემოიღებენ და ის აფხაზურ კულტურას, ჩვევებს , ტრადიციებს შეასწავლის სკოლის მოსწავლეებს, ამასთანავე, „კონსტიტუცია და „აფსუარას“ გონიერმა ბალანსმა სამართლიანი, ეკონომიკურად ძლიერი აფხაზი ხალხის ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი“ – ამბობენ იდეის ავტორები.