აფხაზეთის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ციხეებში არიან, სასჯელს სამშობლოში მოიხდიან

აფხაზეთის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ციხეებში არიან, სასჯელს სამშობლოში მოიხდიან

ე.წ. აფხაზეთის საპარლამენტო საერთაშორისო კომიტეტმა აფხაზეთსა და რუსეთს შორის ხელშეკრულების რატიფიცირების შესაძლებლობები განიხილა.

აფხაზეთის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ციხეებში არიან, სასჯელს სამშობლოში მოიხდიან
აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის პარლამენტში სრულუფლებიანი წარმომადგენელის დიმტრი შამბას თქმით, დოკუმენტი 2009 წლიდან მუშავდება. 2015 წლის 28 მაისს, პეტერბურგის მეხუთე საერთაშორისო იურიდიული ფორუმის ფარგლებში კი დუკუმენტს ხელი მოეწერა.

დოკუმენტების მიზანია “სოციალური რეაბილიტაციის პროცესის გაადვილება თავისუფლება აღკვეთილებისათვის, სასჯელის იმ სახელმწიფოში მოხდის შესახებ, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან”. დოკუმენტს ხელი რუსეთის ფედერაციის იუსტიციის მინისტრმა და აფხაზეთის მხრიდან დე-ფაქტო გენერალურმა პროკურორმა მოაწერეს.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავას საქმეზე დღეს კიდევ ერთი სასამართლო გაიმართება
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური: უგულავას ზეიმი რამდენიმე საათიან ზეიმად დარჩება