აფხაზეთის მთავრობამ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვლეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია (ელგუჯა) გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა რუსთაველის გამზირზე მდებარე 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
“26 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია 9 აპრილს, გამთენიისას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა მინისტრმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
შემდეგი სტატიარიჩარდ ნორლანდმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო