აფხაზეთის მთავრობამ ტელედებატები წააგო – აცხადებს თამაზ ხუბუა

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თამაზ ხუბუა, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ოპონენტებთან დელეტებატებში დამარცხებაზე სოციალურ ქსელში წერს…
,,ყურადღებით ვადევნებდი თვალს ბოლო დღეებში ტელეთერში გამართულ დისკუსიას არასამთავრობო ორგანიზაციისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს შორის,რომელსაც თან სდევდნენ მკვეთრი ურთიერთბრალდებები. დისკუსიის პერიპეტიების კომენტირებისა და მასში გამარჯვებულის დასახელებისაგან თავს შევიკავებ. ერთი კი ფაქტია–აფხაზეთის მთავრობა და შესაბამისად მისი წარმომადგენლები უაღრესად წამგებიან ჰიპოსტატში წარმოჩნდნენ ტელემაყურებლების თვალში,როდესაც ისინი იმთავითვე თავის მართლების რეჟიმში მოექცნენ! სიმართლის მატარებელ ორგანოს მისი ოპონენტებისათვის მოკლედ და მკაფიოდ უნდა ეპასუხა;,,ბრალდებები სინამდვილეს არ შეესაბამება და ჩვენგან კომენტირებას არ ექვემდებარება!”. აქ კი პირიკუ სიტუაცია მივიღეთ–მთავრობის წარმომადგენლები დაჟინებით ცდილობდნენ წაყენებული ბრალდებების ,,მუხლობრივ” განხილვასა და მათზე პასუხგაცემას. თუ გავითვალისწინებთ,რომ უმეტეს შემთხვევაში ამდაგვარად იქცევიან კრიტიკის არც ისე ,,წელმაგარი” ადრესატები, უნდა ვივარაუდოთ,რომ აფხაზეთის მთავრობაში ყველაფერი რიგზე არ არის! მე არ ვიცი ვინ მოიგო აღნიშნული ტელედებატები,მაგრამ დანამდვილებით ვიტყვი,რომ ამ ეტაპზე იგი აფხაზეთის მთავრობამ წააგო! სამწუხაროა!,, წერს თამაზ ხუბუა

banner
წინა სტატიაშიანაკლიის პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს გიორგი ამაშუკელი უხელმძღვანელებს