აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერის გადაყენებას ითხოვენ

აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერის გადაყენებას ითხოვენ

afxaziაფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრი არტურ მიქვაბია უნდა გადადგეს – ამას “აბხაზ-ჩაის” ყოფილი გენერალური დირექტორი ითხოვს. “მან მე დირექტორის თანამდებობიდან მომხსნა. სასამართლოზე ჩვენ თანაბარი პოზიცია უნდა გვქონდეს, ამიტომ ის უნდა გადადგეს” – ამბობს ასტამურ ოტიბა.

ის ამბობს, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერს “აფხაზ-ჩაისგან” წილების მიღება სურდა, რაზეც დირექტორმა უარი განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება მისი თანამდებობიდან დათხოვნიოს შესახებ, პრემიერისთვის წილებზე უარის თქმის შედეგია.

ასტამურ ოტიბას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო ქონების მითვისების მუხლით არის აღძრული.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი “გაზპრომის” საკითხის გააქტიურებას მიზანმიმართულ სპეკულაციად მიიჩნევს
შემდეგი სტატიაე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში სპორტის სასახლე გაიხსნა+ფოტო