აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა სოხუმის აეროპორტის ამოქმედებას გეგმავს

აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა სოხუმის აეროპორტის ამოქმედებას გაგმავს

აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა სოხუმის აეროპორტის ამოქმედებას გაგმავსაფხაზეთის დე-ფაქტო პრეზდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, სასურველი იქნებოდა სოხუმის აეროპორტს ფუნქციონირება უახლოეს ხანებში დაეწყო, თუმცა მისივე განმარტებით, შესაბამისი ფინანსები ჯერჯერობით არ არსებობს.

როგორც ხაჯიმბამ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან უკანასკნელი შეხვედრისას აფხაზურმა მხარემ აღნიშნულ საკითხზე დახმარების პირობა მიიღო.

„ვფიქრობ, ეს სამუშაოები ყველა შემთხვევაში დაიწყება. აეროპორტისთვის საჭირო დოკუმენტები მზად არის და მალე აქტიურად შევუდგებით ინვესტორის მოძიებას“, – განაცხადა ხაჯიმბამ.

ნობისთვის: 2014 წლის ნოემბერში სოხუმის აეროპორტს და რუსულ „აეროპორტ დეველოპმენტს“ შორის სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის თანახმადაც, სოხუმი ვალდებულებას იღებს მოაგვაროს უსაფრთხო ფრენები, ტრანსპორტი და პერსონალის მომზადება. კომპლექსის მშენებლობას კი, რომელშიც  ვაგზალი, სასტუმროები, მაღაზიები, რესტორანები და სხვა დაწესებულებები შევა, კონტრაქტორი კომპანია განახორციელებს.

სოხუმის აეროპორტი დედაქალაქიდან 18 კილომეტრში, ბაბუშერაში მდებარეობს. ის გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენდა და 1993 წელს დაიხურა.

banner
წინა სტატიაში“ერეკლე მეორეს საზოგადოების” ინიციატივა და მუხრან ბურჭულაძის პასუხი–”გაიშნიკი”, “ვილკა რიუმკა” და “ჟიგული”
შემდეგი სტატიამარი ელში სტალინის ძეგლი გაიხსნა