აფხაზეთის დელეგაცია მოლდოვადან დეპორტირებული იქნა და დელეგაციის წევრებს 10 წლით ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ

ფხაზეთის დელეგაცია მოლდოვადან დეპორტირებული იქნა და დელეგაციის წევრებს 10 წლით ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ.აფხაზური მხარის ცნობით, “მოლდოვამ აფხაზეთის ოფიციალური დელეგაცია რეისიდან მოხსნა, მისმა უსაფრთხოების სამსახურმა ინტერვიუები ჩაატარა და დაკავებულ ოფიციალური პირებზე ფსიქოლოგიური ზემოქმდება სცადა”.

აფხაზეთის დელეგაცია მოლდოვადან დეპორტირებული იქნა და დელეგაციის წევრებს 10 წლით ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ.

“აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოლდოვას პროტესტს უცხადებს და მის ქმედებებს აფხაზეთის თანამდებობის პირთა მიმართ, დაუშვებელსა და დისკრიმინაციულს უწოდებს და მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო შუამავლებს მოლდავეთ-დნესტრიპირეთის კონფლიქტის დარეგულირების პროცესში, მომხდარს ობიექტური შეფასება მისცენ და არ დაუშვან მომავალშიც მსგავსი ქმედება მოლდოვის მხრიდან”, – ნათქვამია აფხაზეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

აფხაზეთის დელეგაციამ ვიცე-პრეზიდენტის, ვიტალი გაბნიას ხელმძღავნელობით, მონაწილეობა მიიღო ღონისძიებებზე ტირასპოლში (დნესტრიპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დედაქალაქი), რომელიც მოლდოვას დნესტრიპირეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბების 25 წლისთავს ეძღვნებოდა.

“მოლდოვამ მიიჩნია, რომ ამ ქმედებით, აფხაზეთმა მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობას და სუვერენტეტს საფრთხე შეუქმნა. მოლდოვას ხელისუფლება, რომელიც საქართველოსთან მჭიდრო კავშირშია, საქართველოს იდენტური პოლიტიკის დემონსტრირებას ახდენს, რომელიც მიმართულია მათი მეზობელი სახელმწიფოებისა და მოქალაქეების იზოლაციასა და დისკრიმინაციაზე”, – ნათქვამია სოხუმის ოფიციალური ცნობაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: სად ვართ დღეს და რამდენად წავედით წინ?
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი დეპუტატებს შორის არსებულ უხერხულობაზე საუბრობს