აფხაზებს ახალი დე-ფაქტო შსს-ს მინისტრი ჰყავთ

აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯინბას ბრძანებით, აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის შსს-ს მინისტრად ბესლან ხაგბა დანიშნა… ამის შესახებ თავად ხაჯინბას ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას.

უფრო ადრინდელი ბრძანებით კი, ხაჯინბამ წინა შსს-ს მინისტრი რაულ ლოლუა გაანთავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან.

აფხაზურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლოლუას თანამდებობა, ე.წ. შსს-ს სოხუმის სამმართველოს თანამშრომლების ჩხუბს შეეწირა სახელმწიფო დაცვის თანამშრომლებთან, რომლის დროსაც ერთი ადამიანი სერიოზულად დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიიაპონელთა საზიზღარმა ტელეთამაშმა ინტერნეტ-სივრცე დაიპყრო (VIDEO)
შემდეგი სტატიასტიქია ლაგოდეხში