აფხაზებს ახალი დე-ფაქტო პრემიერმინისტრი ჰყავთ

დღეს 20 მარტს, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯინბამ ახალი პრემიერმინისტრი წარადგინა…

არტურ მიქვაბია დღეიდან აფხაზეთის ახალი დე-ფაქტო პრემიერმინისტრი იქნება.

მიქვაბიამ მადლობა გადაუხადა ხაჯინბას გამოცხადებული ნდობისათვის. ,,გადასაწყვეტი ამოცანები რთული გვაქვს, თუმცა ერთობლივი ზალისხმევით დავძლევთ,, განაცხადა აფხაზების ახალმა პრემიერმა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ხაჯინბამ ყოფილი პრერმიერი ასლან ბუტბა თანამდებობიდან გაანთავისულა და მის მოვალეობას მიქვაბიას დანიშვნამდე, ვიცე-პრემიერი შამილ აძინბა ასრულებდა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი საქართველოს ტერიტორიებს ვერსად წაიღებს – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი
შემდეგი სტატიამერკელს მიაჩნია, რომ რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ხელშეკრულება საფრთხეა რეგიონისთვის