აფხაზებმა ღარიბაშვილის წინადადება ,,C,, ჰეპატიტზე უარყვეს (VIDEO)

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ჯანდაცვის მინისტრის ანძორ გოოვის განცხადებით, მანამ სანამ ოფიციალური თბილისი არ ცნობს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, არანაირ კონტაქტებზე აფხაზეთისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროებს შორის საუბარი არ შეიძლება. ,,ამას გარდა, არც ერთ ექიმს თუ სამედიცინო დაწესებულებას, აფხაზეთში უფლება არ მიეცემა იმყოფებოდეს საქართველოს იურისდიქციის ქვეშ. ჩვენ გავიგეთ, რომ გალის რაიონოის ერთ-ერთ ამბულატორიულ კლინიკაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მთავარი ექიმი დანიშნა. როცა ჩვენ ჩავედით, იქ გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი… ჩვენ რაიონის ხელმძღვანელობასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეხურა ეს ამბულატორია. მე ვიცი, რომ ფსოუდან ენგურამდე ეს აფხაზეთის ტერიტორიაა და აქ აფხაზური იურისდიქცია და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს იურისდიქცია ვრცელდება და ყველა აფხაზურ კანონმდებლობას უნდა დაემორჩილოს… ამიტომ ყოველგვარი დანიშვნები საქართველოს მხრიდან არაკანონიერია და მათი ყოველგვარი პროგრამები ,,ცე,, ჰეპატიტთან და სხვა სახის დაავადებებთან არანაირად არ ყოფილა შეთანხმებული აფხაზურ ჯანდაცვასთან. ჩვენ ამ პროგრამებს მხოლოდ რუსეთის მხარესთან ვათახმებთ,, განაცხადა გოოვმა.

/ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიმამაკაცი გადანერგილი ფალოსით მალე მამა გახდება
შემდეგი სტატიარუსეთმა აშშ განიარაღების შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა