აფხაზებმა გალში მიწაზე ახალი ფასები დაადგინეს

გალის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ, გალის რაიონის სოფლებში შეხვედრები ჩაატარა და მოსახლეობას მიწის ინვენტარიზაციის შედეგებზე და სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების ახალ გადასახადებზე ახსნა-განმარტებითი სამუშაოები ჩაუტარა…

,,თქვენ ხომ გინდათ, რომ სოფლებში გქონდეთ გზები, შეკეთდეს სკოლები ამბულატორიები… ყველაფერ ამას საბიუჯეტო სახსრები სჭირდება, რომელიც გადასახადებით უნდა შეივსოს,, განუცხადა სოფლის მოსახლეობას ნადარაიამ, რომელმაც სოფლების შემოვლის პროცესში რამდენიმე გამგებელიც გაანთავისუფლა…

გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებმა, მოსახლეობის საკუთრებაში არსებული და არენდით აღებული სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების ახალი წლიური გადასახადებიც გააცნეს საზოგადოებას…

მიწის ნაკვეთი 0,5 ჰექტრამდე —- 370 რუსული რუბლი.

ნახევარ ჰექტარზე ზევით მიწა ერთწლიან კულტურებზე — 750 რუბლი/ჰექტარზე.

სრულმოსავლიანი თხილის პლანტაცია —- 2250 რუბლი/ჰექტარზე

არასრულმოსავლიანი (ახალი) თხილის პლანტაცია —- 1125 რუბლი/ჰექტარზე.

 

banner
წინა სტატიაშისააკაშვილმა პროშენკოს კორუფციის ქრონიკა წარუდგინა (VIDEO)
შემდეგი სტატიაესპანეთში 36 კაციანი ქართველთა ბანდა დააკავეს