აფხაზები ფეხბურთში CONIFA-ს მსოფლიო ტურნირისთვის ემზადებიან (VIDEO)

აფხაზური მედიის ცნობით, FIFA-ს მიერ არაღიარებული საფეხბურთო ფედერაციების საერთაშორისო ორგანიზაციის CONIFA-ს დელეგაცია პერ ანდერს ფლინტის ხელმძრვანელობით სოხუმს ეწვია და აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯინბასთან გამართა მოლაპარაკებები მომავალ წელს აფხაზეთში გასამართ CONIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით…

გავრცელებული ინფორმაციით, სტუმრებმა გაგრისა და სოხუმის ცენტრალური სტადიონები დაათვალიერეს და მოსამზადებელი სამუშაოებით კმაყოფილნი დარჩნნენ… ხაჯინბამ კი, თავის მხრივ აფხაზურ საორგანიზაციო კომიტეტს  მოუწოდა, რომ ყველაფერი გააკეთონ საერთაშორისო ტურნირის მაღალ დონეზე ჩასატარებლად.

აღსანიშნავია, რომ CONIFA,  FIFA-ს მიერ არაღიარებული 18 ქვეყნის საფეხბურთო ფედერაციას აერთიანებს და ამ ორგანიზაციამ აფხაზეთში თავისი ტურნირის გამართვის გადაწყვეტილება, წლეულს უნგრეთში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მიიღო, სადაც მასპინძელმა ქვეყანამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. საფეხბურთო ნაკრებებს ვიზის გაცემაზე უარი უთხრა.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ჯანდაცვის მინისტრად კვიტაშვილის ნაცვლად – ურუშაძე…?
შემდეგი სტატიაგლობალურმა პროექტმა “მომავლის ქალაქი” სტარტი აიღო