აფხაზების ე.წ. უცხოური წარმომადგენლობები ჩირიკბას წინააღმდეგ

7 მაისს, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. წარმომადგენელმა იტალიაში მაურო მურჯიამ აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა, რაც დე-ფაქტო საგარეო უწყებამ დააკმაყოფია… თუმცა ამ განცხადებიდან 2 კვირის თავზე, მაურო მურჯია აცხადებს, რომ ის ამ ნაბიჯზე დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ აიძულა.

,,თქვენ მოახერხეთ, რომ გეიძულებინეთ მე გადავმდგარიყავი, მე ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობ აფხაზი ხალხისადმი, ამიტომ არასდროს გადავდგამდი მსგავს ნაბიჯს, მაგრამ ბოლო დროინდელმა მოვლენებმა, იმან, რომ თქვენ ხელი შეუშალეთ სოხუმის მერს, სიცილიის ქალაქ მილოში ხელი მოეწერა მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებაზე და ასევე გამოსულიყო 16 მაისს საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც სარდინიის თვითგამორკვევას ეძღვნებოდა, მე დამარწმუნა იმაში, რომ ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით ვმოძრაობთ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ ნაკლებად გაინტერესებთ, ან საერთოდ არ გაინტერესებთ აფხაზეთის ადგილი საერთაშორისო პოლიტიკაში,, წერს მაურო მურჯია ჩირიკბას მისამართით.

მურჯიას განცხადებას გამოეხმაურნენ აფხაზეთის ე.წ. წარმომადგენლები სან მარინოში, მალტაში, ვატიკანში და იტალიის რეგიონების წარმომადგენლები, რომლებმაც ასევე მოიხსნეს ვალდებულებები.

აფხაზეთის დე-ფაქტო  საგარეო საქმეთა სამინისტრო, თითქმის ერთი კვირის განმავლობაში დუმდა ამ ფაქტზე, თუმცა გუშინ სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მაურო მურჯია აფხაზეთის სახელით თვითნებურ ქმედებებში, აფხაზური სიმბოლიკის უნებართვო გამოყენებაში, აფხაზი კერძო პირებისა და შემოქმედებითი ჯგუფებიდან, ვიზებისადა შეხვედრებისათვის საჭირო ფულის გამორთმევაში და მითვისებაში დაადანაშაულა. ამავე დროს, თავის განცხადებაში აფხაზეთის დე-ფაქტო უწყებამ აღნიშნა, ის პოზიტიური როლი რაც მურჯიამ იტალია-აფხაზეთის ურთიერთობებში 2012-14 წლებში შეასრულა. სამინისტრომ გამოთქვა იმედები, რომ იტალიასთან ჩამოყალიბებული საქმიანი და თბილი ურთიერთობის მეშვეობით,  მურჯიასტან დაკავშირებული სკანდალის გამო წარმომადგენლობებში მიღებულ დანაკლისს, მოკლე დროში შეავსებენ.

banner
წინა სტატიაშიილჰამ ალიევის ქალიშვილი ქმარს დაშორდა
შემდეგი სტატიასააკაშვილმა თანამდებობებზე კონკურსი გამოაცხადა